სოფელ გურჯაანში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მაცხოვრებლებმა მცირე ზომის, ბაზილიკური ტიპის ეკლესია აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რაფაელმა განუცხადა, ეკლესია სავარაუდოდ XII-XII საუკუნეებშია აშენებული.
„შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები და მცირე ზომის კედლები. ეკლესიის აშენების ზუსტ თარიღს სპეციალისტები დაადგენენ", - აღნიშნა მამა რაფაელმა.