ტერორიზმში ბრალდებულებს, რომლებსაც ქუთაისში შენობები უნდა აეფეთქებინათ, ბრალს დღეს წაუყენებენ. მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იუსტიციის სახლი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა და ლეიბორისტების ოფისი - ეს სამი ობიექტი მათ ერთდროულად უნდა აეფეთქებინათ.
ტერორიზმში ბრალდებულები გალის მცხოვრები მანუჩარ ძაძუა, მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა და სოფელ ორსანტიას მკვიდრი კალისტრატე მალანია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კონსტიტუციიური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ ზუგდიდში დააკავეს.
როგორც გაირკვა ქუთაისში ტერაქტების განხორციელება გარკვეული თანხის სანაცვლოდ მანუჩარ ძაძუას ოჩამჩირეში რუსმა ლეიტენანტმა ალექსეი უშაკოვმა შესთავაზა.