თბილისის საქალაქო სასამართლო ისრაელის მოქალაქეების, ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმესთან დაკავშირებით განაჩენს დღეს, 1-ელ აპრილს გამოაცხადებს.
სასამართლომ ისრაელის მოქალაქეების საქმეზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაასრულა, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოსატანად რამდენიმე დღე ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.