კუს ტბის დაღმართზე წუხელ "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა.
მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.
საჭეს ახალგაზრდა მძღოლი მართავდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ხუთი ადამიანი იჯდა.
მძღოლის გარდა დაშავდა ყველა. ისინი საავადმყოფოებში წუხელვე გადაიყვანეს. მათ მრავლობითი ტვამვები აქვთ, თუმცა არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.