თურქეთში საქართველოს გენერალური კონსული ზურაბ პატარიძე ადგილობრივი სამართლადამცავებისაგან პასუხს ელის, თუ როდის შეძლებს იგი დაკავებული ქართველი დედა-შვილის მონახულებას. ამ თხოვნით კონსულმა პოლიციას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
სტამბულში ყველა მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ დედა-შვილი ოჩხიკიძეების მიმართ მართლმსაჯულება უმკაცრეს გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეები საპატიმროში ნორმალურ მდგომარეობაში არიან. ისინი გუშინ მოინახულა ექიმმა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა. მიუხედავად მიღებული სტრესისა, ექიმების შეფასებით, მათ ფსიქიკას და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.