აფხაზი სეპარატისტები დრანდის წინასწარი დაკავების საგამოძიებო იზოლატორში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა ლეონიდ დძაპშბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ამჟამად დრანდის საგამოძიებო იზოლატორში ის პატიმრები იმყოფებიან, რომელთა მიმართ სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. მსჯავრდებულები რთულ პირობებში იმყოფებოდნენ, ვინაიდან იზოლატორში უკვე კარგა ხანია რემონტი არ ჩატარებულა", _ განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
მისივე თქმით, გეგმაში მთელი ზონის "მწყობრში მოყვანაა" - "ამჟამად სარემონტო სამუშაოები ფასადზე მიმდინატეობს, მერე კი შიდა სამუშაოებსაც დავიწყებთ", _ განაცხადა დძაპშბამ.
მასალის გამოყენების პირობები