სარეიტინგო სააგენტო Standart &Poor s-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით, რომლის მიხდევითაც სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს რეიტინგი აუმაღლა პირველი კომენტარი დღეს საქართველოს მთავრობაში გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაანაცხადა, რომ ასეთი სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს რეიტინგის ამაღლება მნიშვნეივანი ფაქტორია იმისა, რომ ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს და ქართულმა კომპანიებმა საფინანსო რესურსი შედარებით იაფად მოიპოვონ.
"მსოფლიოში სამი ძირითადი სარეიტინგო კომპანია არსებობს. ესენია: Fitch, Moody's და Standart &Poor s
ს-ი. საქართველოს სამივე ამ კომპანიასთან გაფორმებული აქვს ხელშეკურლება და ის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ საქართველოს ეკონომიკას აფასებენ. რამდენიმე კვირის უკან Standart &Poor s -ი წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ და მათ ქვეყნის ეკონომიკა ადგილზე გამოიკვლიეს და დადებითი შეფასებაც დადეს. მათი პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა არის ძალიან მაღალი და სამთავრობო პროგრამა არის წარმატებული. შესაბამისად სარეიტინგო კომპანია "სტაბილურიდან "პოზიტიურამდე" გაზარდა", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის რეიტინგის ამაღლება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ევროპის 5 ქვეყანას რეიტნგი შეუმცირა.
"კომპანიამ ევროპის 5 ქვეყანას რეიტინგი შეუმცირა და ასეთ ფონზე საქართველოსთვის რეიტინგის ამაღლება მნიშვნელოვანია. მით უფრო ინვესტიციების მოზიდვისთვის. რეიტინგის ამაღლება მნიშვნელოვანია ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვს უცხოელ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან და მათგან საკრედიტო რესურსი შემოაქვთ. რეიტინგის ზრდა კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას შეუძლია უფრო იაფი საკრედიტო რესურსი შემოიტანოს და გაცილებით მეტი ინვესტიცია მოიზიდოს. მნიშვნელოვანია ასევე იმისთვისაც, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო გაიზარდოს", - განაცხადა ნიკა გილაურმა.