2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5.5%-იან ზრდაზეა გათვლილი, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.
"საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მთლიანად გადავლილია, რომელიც 2008-2009 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენით შეიქმნა და ჩვენი ეკონომიკური ზრდა 2008 წლის აგვისტოს დროინდელი მოვლენების მაჩვენებელს დაუბრუნდა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზიის კიდევ მოსალოდნელი იყო, რომელიც საქართველოზე გავლენას იქნებოდა, ამის გათვალისწინებით 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კონსერვატორიულად 4.5% ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით დაიგეგმა.
"ბიუჯეტის წარმოდგენილი კანონპროექტი უკვე 5.5% ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილია, თუმცა ჩვენ ეკონომიკურ ზრდას 6.5%-მდე ველოდებით", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.