ახმეტის რაიონში, სოფელ აწყურში 23 წლის გიორგი შენგელიამ საკუთარ სახლში თავი თოფით მოიკლა. სუიციდის მიზეზი უცნობია. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ გიორგი შენგელია ხშირად ნერვულ სტრესს განიცდიდა, თუმცა რატომ მათთვის უცნობია.
როგორც რადიო „ჰერეთს" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, თვითმკვლელობის მიზეზი მათთვისაც უცნობია, დეტალებს კი გამოძიება დაადგენს.
ფაქტზე ძიება ახმეტის პოლიციამ უკვე დაიწყო.