11 წლის მოზარდის მკვლელობისთვის თურქეთში დაკავებული ქართველი დედა-შვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საპატიმროში გადაიყვანეს.
ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეების პროცესი ხვალისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა საქმის სიმძიმის გამო მოსამართლემ დეტალებში გასარკვევად მეტი დრო ითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველების მიერ ჩადენილი ეს შემზარავი დანაშაული მთავარი თემაა თურქული მედიისთვისაც. ბეჭდური მედიის ინფორმაციით, თურქი მოსახლეობა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რადგან ქვეყანაში წლების წინ გაუქმებული სიკვდილით დასჯა აღდგეს.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის ფირატ სეზერის მკვლელობისთვის სტამბოლის პოლიციამ მოზარდის ქართველი დედინაცვალი და მისი დედა ორი დღის წინ დააკავა. ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი. პროცესზე მათ ინტერესებებს თურქი ადვოკატი დაიცავს.