საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე განსახურდიამ 38 -დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" განსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.
„ცოტნე გამსახურდიას გადაწყვეტილების მიზეზი ჩემს მიერ მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაკითხვა გახდა, რომელიც გამსახურდიას ბრალეულობას უარყოფს. მან 2 დეკემბერს ჩვენება პირადად მე მომცა, სადაც თქვა, რომ მას უცნობმა პიროვნებამ ესროლა, რომელიც ზუსტად იცის, რომ ცოტნე გამსახურდია არ იყო", - განაცხადა ბექაურმა.
ბექაურის განმარტებით, „ბაჯელიძე შეშფოთებულიც კია იმის გამო, რომ გამსახურდია ამ დრომე "უდანაშაულოდ არის დაკავებული".
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბაჯელიძე ოფიციალური ორგანოს მიერ ამ დრომდე არ დაკითხულა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია, სამართალდამცავებმა 27 ოქტომბერს მეზობლის დავით ბაჯელიძის დაჭრის გამო ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას ბრალი 29 ოქტომბერს განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენეს. 30 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
ცოტნე გამსახურდია დანაშაულს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნვეს.