სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ტერორისტები ქუთაისის მერიის გარდა ქალაქის იუსტიციის სახლის აფეთქებასაც გეგმავდნენ.
ასეთია წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე ამ დროისთვის არაოფიციალურად ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ქუთაისის ცენტრში დაახლოებით ორი საათის წინ ჩატარდა. სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაციისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ტროტილი ამოიღეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.