ქუთაისის მერიაში ტერირისტული აქტის მოწყობა იგეგმებოდა.
ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები უკვე დაკავებულია. სპეცოპერაცია ქალაქის ცენტრში ცოტა ხნის წინ ჩატარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის წევრები ქუთაისის მერიის შენობის აფეთქებას აპირებდნენ. სპეცოპერაციისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ტროტილი ამოიღეს.
მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ქუთაისის ცენტრში ამ წუთებში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული.