დღეს, 31 მარტს, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია მორიგ შეხვედრას გამართავს.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ისინი ამჯერად ყველა კატეგორიის დანაშაულისთვის ბრალდებულთა საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას პატიმართა დანაშაულის სიმძიმე მაინც იქნება გათვალისწინებული.
კონკრეტულად რამდენი პატიმრის საქმეს განიხილავს კომისია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.