კახეთის გზატკეცილზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
24 წლის ლევან სეფისკვერაძეს, რომელიც გზის გადაკვეთას აკრძალულ ტერიტორიაზე ცდილობდა, მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, გზის გადაკვეთისას გარდაცვლილს ფეხი დაუცდა და მანქანას "შეუვარდა".
ლევან სეფისკვერაძე კომპანია "სანტეს" ქარხანაში მუშაბდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.