4 მაისს christe's აუქციონზე იმპერსიონიზმისა და მოდერნიზმის ნამუშევართა ვაჭრობის მთავარი ლოტი კლოდ მონეს "ჩინარი" გახდება.
1891 წელს შექმნილი ნამუშევარი 20-30 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ნახატს ანონიმი აზიელი კოლექციონერი ყიდის, რომელმაც ის 2000 წელს სულ რაღაც 7 მილიონ დოლარად შეიძინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასის თვალსაზრისით რეკორდს მოხსნის.
კლოდ მონემ "ჩინარი" ჟივერში ყოფნისას შექმნა. ნახატი 24 პეიზაჟის სერიიდან სავაჭროდ გამოტანილი ნახატებს შორის ზომით ყველაზე დიდია.
"ჩინარის" პირველი წინასააუქცინო ჩვენება 2011 წლის 2-3 აპრილს მოსკოვში გაიმართება. შემდეგ სურათის ნახვა ლონდონში იქნება შესაძლებელი.
მონეს ნამუშევართა შორის სარეკორდო თანხა 2008 წელს ლონდონში დაფიქსირდა, როცა სურათი "დუმფარები ტბორზე" 80 მილიონ დოლარად გაიყიდა, რამაც საწყის ფასს პრაქტიკულად ორჯერ გადააჭარბა.