მსახიობი რიზ უიზერსპუნი ჯიმ ტოშზე (Jim Toth) დაქორწინდა. 35 წლის მსახიობის რჩეული 40 წლის აგენტია, რომელიც ჰოლივუდის ფილმებისთვის მსახიობთა შერჩევითაა დაკავებული.
წყვილმა ჯვარი კალიფორნიის შტატში მდებარე საკუთარ რანჩოზე, ახლობლების ვიწრო წრეში დაიწერა.
2006 წელს რიზ უიზერსპუნი დაშორდა მსახიობ რაიან ფილლიპს. ამ ქორწინებიდან მას ორი შვილი hყავს.
რიზ უიზერსპუნი ცნობილი გახდა ფილმში "კაცი მთვარეზე" შესრულებული როლით.
ჯონი კეშის ცოლის როლის შესრულებამ ფილმში "გადააბიჯე ზღვარს" 2005 წელს მსახიობს მნიშვნელოვანი აღიარება მოუტანა.