“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ის მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს მთელი ჩემი ჯგუფის სახელით მივიღე. ძვირფასო პრეზიდენტო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციებზე აღიზარდა და თქვენი ხელმძღვანელობა დაფუძნებულია დემოკრატიისა და ტოლერანტობის პრინციპზე”, – განაცხადა დღეს შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა თურქმა პროფესორმა მესუდ ბოზქირიმ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
ამ ორდენით აჯილდოებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აღმშენებლობაში, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში. “შავი ზღვის უნივერსიტეტი მთელი მისი არსებობის განმავლობაში ქართველების სითბოს გრძნობდა. ჩვენ ქართველების გვერდით ვიყავით და ვცდილოდბდით მათი გასაჭირი გაგვეზიარებინა”, – განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა.