ინდოეთის ერთ-ერთ დასავლურ შტატში პულიტცერის (აშშ-ის პრესტიჟული პრემია) პრემიის ლაურეატ ჯოზეფ ლელიველდის წიგნი აკრძალეს, რომელიც მაჰათმა განდის შესახებ იყო დაწერილი.
ინდოეთში წიგნი ჯერ კიდევ არ გამოუცით, მაგრამ ადგილობრივი პრესის მიმოხილვაში უკვე ნათქვამია, რომ წიგნის მიხედვით, ინდოეთის დამოუკიდებლობის მამა რასისტად და ბისექსუალად არის დახატული.
პუბლიკაციის სათაურია _ "დიდი სული: მაჰათმა განდი და მისი ბრძოლა ინდოეთისთვის".
შტატის ადგილობრივმა საკრებულომ წიგნის აკრძალვას მხარი ერთხმად დაუჭირა. ამასთან, საკრებულომ ქვეყნის მთავრობის მიმართ სპეციალური მიმართვაც მიიღო, რათა ამ წიგნის აკრძალვა მთელ ინდოეთში გავრცელდეს.