შსს-ის ინფორმაციით, 27 წლის ზვიად სიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა ბრალდებულმა გუშინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიმამრ ივანე ბერუაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.