თემქაზე მეხუთე სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშა დაშავდა. ნგრევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მეხუთე სამშობიაროს ტერიტორიაზე შენდება ინვალიდთა სახლი და მშენებლობის მიმდინარეობისას ჩამოიშალა კლდე, სადაც კეთდებოდა საყრდენი კედელი. შედეგად, ლოდის ქვეშ მოყვა ორი მუშა: 43 წლის მალხაზ ხურციძე და ვარლამ გიორგაძე.
ამ დროისათვის დაშვებული მუშები იმყოფებიან ქალაქის # 4 კლინიკურ საავადმყოფოში. მკურნალი ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ხურციძეს მოტეხილი აქვს ქვედა კიდურები, გიორგაძეს კი დამტვრეული აქვს ნეკნები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და სწორედ გამოძიება დაადგენს, რა გახდა ნგრევის მიზეზი.