სიკვდილით დასჯის შემთხვევების სიმრავლით აშშ კვლავაც მსოფლიო ლიდერია, თუმცა ბოლო ხანს აშშ-ში სიკვდილით დასჯას სულ უფრო იშვიათად მიმართავენ. ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაცია "ემნესტ ინტერნეიშენალი".
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, 2010 წელს მთელ მსოფლიოში 527 სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა. მათგან 252 ადამიანი ირანში დასაჯეს სიკვდილით, 60_ჩინეთის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 53_იემენში. აშშ-ში გასულ წელს 46 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მაშინ, როცა 2009 წელს აშშ-ის სხვადასხვა შტატში სიკვდილით დასჯის 52 შემთხვევა დაფიქსირდა.
მთლიანობაში, 2010 წლის მაჩვენებლით, სიკვდილით დასჯის შემთხვევები მსოფლიოში 25 %-ით შემცირდა, რადგან 2009 წელს მსოფლიოში 714 ადამიანი დასაჯეს.
საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებელში ვერ მოხვდა ჩინეთი, სადაც სიკვდილით დასჯის მონაცემები გასაიდუმლოებულია.
სამართალდამცავთა აზრით, ჩინეთი ამ სფეროს ლიდერად რჩება, სადაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს კლავენ. თუმცა ბოლო დროს ჩინეთის ხელისუფლება სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებისგან თავს იკავებს. მაგალითად, ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი 13 სახის ეკონომიკურ დანაშაულზე გაუქმებულია.
თავის გამოკვლევაში "ემნისტი ინტერნეიშენელი" აღნიშავს, რომ სიკვდილით დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდია თავის მოკვეთა, ჩამოხრჩობა, ელექტრონული სკამი, ასევე,_ სასიკვდილო ინექცია.
არცთუ იშვიათად, დამნაშავეებს ხვრეტენ, ამასთან, ეს განაჩენი შეუძლია განახორციელოს როგორც მსროლელთა ჯგუფმა, ისე_ერთმა ჯალათმა.
არაბულ ქვეყნებში კი ხშირია ადამიანების ქვით ჩაქოლვის შემთხვევები. თუმცა 2010 წელს სასჯელის ამ სახის გამოყენება ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის, აშშ-ის მე-16 შტატში_ ილინოისში სასიკვდილო განაჩენი გაუქმდა. უახლოეს ხანში კოლორადო და კანზასიც აპირებენ სიკვდილით დასჯის გაუქმებას.