"მოგვეცი არჩევნები, თუ არადა... ეს "თუ არადა" უნდა იყოს მოფიქრებული", - აღნიშნული რეკომენდაციით მიმართა "ქართული აკადემიის" წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ პოლიტიკურ "რვიანს".
"მომეცი არჩევნები", - ეს უნდა გახდეს თქვენი ლოზუნგი და ეს ლოზუნგი იქცეს პოპულარულად... საზოგადოება შედეგსაა მონატრებული. შედეგის ეპერსპექტივობა განავითარებს ნიჰილიზმს", - მიმართა ქანთარიამ "რვიანის წარმომადგენლებს", რომლებსაც შემდგომი ნაბიჯის მოფიქრების რეკომენდაციაც მისცა.
ქანთარიას აზრით, ნებისმიერ შემდგომ ნაბიჯს, იქნება ეს აქციები, შიმშილობის გამოცხადება თუ სხვა გზა, საზოგადოება დათანხმდება, თუკი ოპოზიციას შედეგზე ორიენტირებულ კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 5 თვის თავზე, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.