ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს 1962 წელს დაბადებული ლალი ლომიძე.
როგორ შს სამინისტრო იუწყება, ბრალდებული მუშაობდა სს ,,საქართველოს ბანკის"-ს ცენტრალურ საცავში პასუხისმგებელ პირად. მის მოვალეობაში შედიოდა მოქალაქეების მიერ დალომბარდებული ძვირფასეულობის ინკასაციის მეშვეობით მიღება და გაცემა. ლალი ლომიძე 2010 წელს, სხვადასხვა დროს, ლუქის დარღვევით ხსნიდა აღნიშნული ბანკის საცავში შენახულ ძვირფასეულობის ტომსიკას და უკანონოდ ითვისებდა ოქროს ნაწარმს. გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოპარული ნივთები 17-ჯერ დაალომბარდა სს ,,საქართველოს ბანკი"-ის სამ სხვადასხვა სერვის ცენტრში, აღებული თანხა მიითვისა, რის შედეგადაც სს ,,საქართველოს ბანკმა" განიცადა 11 179 ლარის ზიანი.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლით.