ბულგარეთის, როგორც ნატოსა და ევროკავშირში. ახლად გაწევრიანებული ქვეყნის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევასთან გამართულ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბულგარეთი არის ქვეყანას, რომელსაც საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს და ის არის საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ევროკავშირში და ნატოში. ამ ვიზიტით იწყება საპარლამენტო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. საქართველოს და ბულგარეთს აკავშირებს ეკონომიკა, ისტორია, მეგობრობა, პოლიტიკა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღემდე არ ყოფილა მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტები და საპარლამენტო კონტაქტები", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, უახლეს მომავალში ასევე იგეგმა ქართული დელეგაციის სოფიაში ვიზიტი, რაც ორმხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ამ ვიზიტით საქართველოს და ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის იწყება რეალური და სერიოზული თანამშრომლობა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე, ეკონომიკურ ურთიერთობების განმტკიცებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონმა შეიძინოს ეკონომიკური რეგიონის მნიშვნელობა, იყოს უფრო მეტი სატრანსპორტო გადაზიდვები, ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები შავიზღვის ქვეყნებ შორის", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანაში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებს.
"ამ თვალსაზრისით ბულგარეთი ჩვენთვის საინტერესოა, რადგან ის ევროკავშირსა და ნატოში არც ისე დიდი ხნის წინ გაწევრიანდა", - განმარტა ბაქრაძემ და აქვე დასძინა, რომ ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები წარმადგენდა.
"ბულგარეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იმედი მაქვს ეს მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.