ლიბიიდან მალტაში გაქცეულ ქართველ მეზღვაურებს იტალიური კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ამ დრომდე არ შეუტანიათ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებობდა ორი გზა, რომ ქართველ მეზღვაურებს სარჩელი შეეტანათ. პირველი - მათ ამ საქმეში პორტის ადვოკატი უნდა დახმარებოდა და მეორე - სარჩელი საერთაშორისო სატრანსპორტო კომისიაში შესულიყო, რომელიც უფრო ხანგრძლივი გზაა",_ განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების არანაირი შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს, თუმცა კალანდაძის ინფორმაციით, ისინი საქართველოში ჩამოსვლისგან ამ ეტაპზე ნაბაყოფლობით იკავებენ თავს. მისივე განმარტებით, ქართველ მეზვაურებს მალტაში დარჩენა კუთვნილი თანხის მიღების გამო სურთ.