ტაიმირის რაიონში სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც თავისი ქვეყნის სამართალდამცარ ორგანოებს 10 წლის განმავლობაში ემალებოდა.
როგორც აღმოჩნდა, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ეს მამაკაცი ძებმაში გამოაცხადა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარის დათესვა-გამრავლების გამო. ამ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2001 წელს აღიძრა, თუმცა ამ საქმის მთავარმა ფიგურანტმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს.
38 წლის მამაკაცმა საქართველოს ფარგლები ტურისტული ვიზით დატოვა და ტაიმირში დაფუძნდა. აქ იგი ცხოვრობდა ისე, რომ არც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და სამართალდამცავ ორგანოებსავ ემალებოდა.
ადგილობრივ მაცხოვრებელთან თანაცხოვრების შემდეგ მას შვილი შეეძინა. იმის გამო, რომ ეს ადამიანი მთელი ამ წლების განმავლობაში მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა, სამართალდამცავებისათვის შეუმჩნეველი იყო.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გააძევებენ.