ლიბიაში სამხედრო ოპერაციის შედეგებით კმაყოფილია ჰილარი კლინტონი. სახელმწიფო მდივნის თქმით, პოლკოვნიკ კადაფის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა. მასთან ბრძოლისას წარმატებებს მიაღწიეს ამბოხებულებმაც, რაც კლინტონის თქმით, ლიბიელ დიქტატორს დანებებას აიძულებს.
სატელევიზიო ინტერვიუში კლინტონმა კადაფი იუგოსლავიის ყოფილ დიქტატორს სლობოდან მილოშევიჩსაც შეადარა და კიდევ ერთხელ აღნიშა, რომ ლიბიის ლიდერმა ლეგიტიმურობა დაკარგა.
ლიბიაში მომხდარ მოვლენებზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. კითხვაზე, თუ როდის გაუქმდება ლიბიის არასაფრენი ზონა, რობერტ გეითსმა ღიად განაცხადა, რომ წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
"ვფიქრობ, ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა ეჭვი არ მეპარებოდა, რომ არასაფრენი ზონის კონკტროლს მალე უზრუნველვყოფდით და, რომ კადაფის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მალე გავანადგურებდით",_აღნიშნა გეითსმა.
კლინტონის თქმით, ლიბიაში მნიშვნელოვან წარმატებებს არა მხოლოდ კოალიციურმა ძალებმა, არამედ ამბოხებულებმაც მიაღწიეს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ პოლკოვნიკმა კადაფიმ ლეგიტიმურობა დაკარგა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულები ცუდად არიან შეიარაღებულნი, ისინი მეტ წარმატებას აღწევენ. ლიბიის ლიდერს კი მილოშევიჩს შევადარებდი, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, მაგრამ ხელისუფლებას კარგავდა",_აღნიშნა კლინტონმა.