ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ლიბიელი პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების დაღუპვაზე არა კოალიციის ძალებმა, არამედ კადაფის ძალებმა უნდა აიღონ. ლიბიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, დედაქალაქ ტრიპოლში გუშინ, კოალიციის ძალების დაბომბვის შემდეგ 100 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტაში სამი.
ლიბიაში შეტაკებები გრძელდება. კადაფის ძალები ქალაქ ზინტანს ბომბავენ. ამის შესახებ განცხადებას ლიბიის ოპოზიციის ლიდერი აკეთებს. მისი თქმით, კადაფის ძალები ძლიერ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს.