ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ ფილაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფილაშვილის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზი, ახმეტის ცენტრში ეკლესიის მშენებლობისთვის შემოწირულობების შეგროვება გახდა.
როგორც შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში აღნიშნეს, ფილაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ზურაბ ფილაშვილი კომენტარს არ აკეთებს.
ზურაბ ფილაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის დის შვილია. ზურა ფილაშვილის მამა კი „ლიბერთი ბანკის" ახმეტის ფილიალის მმართველია.