"მეორე არხის'' პოლიტიკურ არხად რეფორმირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის ფინანსური მოთხოვნა მთავრობამ არ გაითვალისწინა. ამის შესახებ ცნობილი დღეს პარლამენტში 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკითხი "ქრისტიან-დემოკრატებმა" დასვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა "მეორე არხის'' პოლიტიკურ არხად გადაკეთებისთვის დამატებით 5 მილიონ ლარს ითხოვდა და ეს საკითხი, შეთანხმებისამებრ, მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა ყოფილიყო ასახული. თუმცა, როგორც "ქრისტიან-დემოკრატები~ აცხადებენ, ეს საკითხი ბიუჯეტის პროექტში ასახული არ არის და მთავრობისგან განმარტებას ითხოვენ.
ფინანსთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ მოთხოვნები გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური ბიუჯეტი, რასაც, მისი თქმით. მთავრობა ვერ დააკმაყოფილებს.
"რომ ნახოთ, რას ითხოვდნენ სხვა სამინისტროები, ამას არ ეყოფა ამიერკავკასიის მთელი ბიუჯეტი'', - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
რაც შეეხება კონსკრეტულად ‘'მეორე არხისთვის'' დამატებით 5 მილიონი ლარის გამოყოფას, ბაინდურაშვილის განცხადებით, ამ არხის პოლიტიკურ არხად რეორგანიზაციისთვის საჭირო თანხა გათვალისიწნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ფარგლებში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 22 მილიონით ფინანსდება.