სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელებაში ანტიკრიზისული საბჭოც ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, სადაცანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა სასჯელთაღსრულების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს.
გია თორთლაძის თქმით, იგი მინისტრის პასუხებითა და ასევე სასჯელთაღსრულების სისტემაში არსებული ზოგადი მდგომარეობით კმაყოფილია. რაც მთავარია, მისი თქმით, დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სასჯელაღსრულების სიტემის მონიტორინგში ანტიკრიზისული საბჭოც ჩაერთვება.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც თორთლაძის თქმით, არსებობს ცალკეულ შემთხვევებში და ამის შესახებ პირადად მასადც მიმართავენ მოქალაქეები იმედოვნებს, რომ "ეს საკითხები ლოკალურად იქნება მოგვარებული".
სასჯელთაღსრულების მინისტრის განცხადებით კი დღეს არსებული პრობლემებს იწვევს ციხეების გადატვირთვა, თუმცა შაშკინის თქმით. 2010 წელს სასჯელთაღსრულების სისტემაში ინფრასტუქტურის საკითხი მთლიანად მოგვარებული იქნება და შესაბამისად წლის ბოლომდე ეს საკითხიც მოგვარდება.
რაც შეეხება უდოს კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც შაშკინი აცხადებს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პირადად იგი და უახლოესი სხდომის შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ორშაბათს გაახმოვანებს.