დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ეკა ბესელიას ოჯახისწევრების სერგო ბესელიასა და რატი მილორავას საქმის განხილვა მოწმე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვით განახლდა.
სასამართლო პროცესი ამ წუტებშიც მიმდინარეობს.
გუშინ სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სერგო ბესელიასა და რატი მილორავას საქმის განხილვა 12 საათზე დაიწყო და საღამოს 19.00 საათამდე გაგრძელდა. იგი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" და ,,ხალხის პარტიის" წარმომადგენლები მართავდნენ.
დაიკითხა 2 დაზარალებული პოლიციელი, ინსპექტორ-გამომძიებლები მინდია კირჩხელი და თენგიზ გეგიძე.
სერგო ბესელიასა და რატი მილორავას ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით პოლიციელებმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
,,ორივე პოლიციელის ჩვენება ზოგად ფრაზებთან მიმართებაში წინა პროცესებზე უკვე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა ანალოგიური გახლდათ, თუმცა მთელ რიგ დეტალებთან დაკავშირებით მათაც სასამართლოს მისცეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. აშკარად ჩანდა რომ პოლიციელები ცდილობდნენ წინა პოლიციელთა ჩვენებების ხარვეზთა გამოსწორებას, მაგრამ მათ არ ყოფნიდათ არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი, რომ კრიტიკულ შეკითხვებზე ტყუილი სიმართლედ გაესაღებინათ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პოლიციელების ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა დაზარალებული დავით ჯაფარიძისა და მისი მეუღლის თამთა ქობულაძის ჩვენებებს. Dდაცვის მხარის მცდელობის მიუხედავად ვერცერთმა პოლიციელმა ვერ განმარტა, რატომ განსხვავდებოდა სასამართლოზე მათი ჩვენებების გარკვეული ნაწილი გამოძიების მსვლელობისას მათ მიერ 2-ჯერ მიცემული ჩვენებებისგან და რატომ მოხდა პროცესზე გაცხადებული სიმართლის გამოძიებისთვის დამალვა. გუშინდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც დაზარალებულად გვევლინება სასამართლოს აძლევს ცრუ ჩვენებას", _ განაცხადა ლილი გელაშვილმა.