ადვოკატმა ქეთი ბექაურმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა.
უფრო კონკრეტულად, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექაურმა მოწმე რაისა საიდოვას წინააღმდეგ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა.
"მოწმე რაისა საიდოვამ, რომელიც საქმეში დაზარალებულად ცნობილი დავით ბაჯელიძის მეზობელია ცრუ ჩვენება მისცა, რასაც ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალაც ადასტურებს. ჩვენ მოვითხოვთ საიდოვას ჩვენების შესამოწმებლად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას",- განაცხადა ბექაურმა.
მისივე განმარტავს, საიდოვა, რომელიც 80 წლის მოხუცია, ვერ შესძლებდა დაენახა "როგორც დაჭრა ცოტნე გამსახურდიამ დავით ბაჯელიძე", ვინაიდან, მისი სახლის ფნჯრებთან ორი დიდი ფოთლოვანი ხე დგას.
"თან, მოხუცს მხედველობაც დაქვეითებული აქვს", - განმარტა ბექაურმა.
აღნიშნულ მტკიცებულებებს ადვოკატი დღესვე შს სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში წარადგენს და მოითხოვს, რომ ისინი გამსახურდიას საქმეს დაერთოს.