დავით ბაჯელიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მიერ მის დაჭრას უარყოფს.
როგორც გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაზარალებულმა ჩვენება პირადად მას მისცა.
"ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული დავით ბაჯელიძე გამსახურდიას ბრალეულობას უარყოფს. მან 2 დეკემბერს ჩვენება პირადად მე მომცა, სადაც თქვა, რომ მას უცნობმა პიროვნებამ ესროლა, რომელიც ზუსტად იცის, რომ ცოტნე გამსახურდია არ იყო", - განაცხადა ბექაურმა, რომლის განმარტებიაც, 'ბაჯელიძე შეშფოთებულიც კია იმის გამო, რომ გამსახურდია ამ დრომე "უდანაშაულოდ არის დაკავებული".
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბაჯელიძე ოფიციალური ორგანოს მიერ ამ დრომდე არ დაკითხულა.