საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ერთობლივი პროექტის განხორციელებას მცხეთის რაიონში აგრძელებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, შიდა ქართლიდან დევნილ ბავშვებს სამედიცნო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. უახლესი აპარატურით აღჭურვილი ექიმთა ჯგუფი სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ბავშვებს ყველა საჭირო გამოკვლევა ადგილზე ჩაუტრდებათ.
საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი კლინიკაში გადმოყვანა და შემდგომი მკურნალობა სრულ რეაბილიტაციამდე.
ასევე მშობლებისათვის ჩატარდება კონსულტაციები ბავშვთაA განვითარებისა და აღზრდის საკითხებზე.
აღნიშნული პროექტი ასეთი აქციების გამართვას საქართველოს ყველა იმ რეგიონში ითვალისწინებს, სადაც დევნილები არიან დასახლებული.