საქართველოს პროკურატურაში წარჩინებულ პრაქტიკანტებს სერთიფიკატები გადაეცათ.
პრაქტიკანტთა დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს პროკურატურაში დღეს გაიმართა.
98 სტუდენტიდან, რომლებიც საქართველოს პროკურატურაში სამი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, 30 საუკეთესოს წარჩინების სერთიფიკატები საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გადასცა.
1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 98-მა სტუდენტმა გაიარა. ისინი პრაქტიკისთვის გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენს.