საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის კიდევ 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი მკურნალობას სახლის პირობებში გადიან.
ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსით 271 ადამიანია დაინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გართულებების თავიდან ასაცილებლად ურჩევს სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი სიმპრომების გამოვლენისთანავე მიმართონ.