5 დეკემბერს 12 საათზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირის მე-5 საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელშიც 100000 მასწავლებლის სახელით მონაწილეობას მიიღებს 300 დელეგატი.
ყრილობაზე წარდგენილი იქნება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ 2007 წლიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასევე - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილე პედაგოგთა მიერ განიხილება განათლების სფეროში არსებული პრობლემური საკითხები, რასაც პედაგოგები ადგილებზე აწყდებიან.
ყრილობა ასევე განიხილავს სპმთპ-ის წესდებაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს.
საანგარიშო ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მოწვეულები არიან - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ნიკა გვარამია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე - გიორგი გაბაშვილი, ქალაქის მერი - გიგი უგულავა, პარლამენტარები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და დამსახურებული მასწავლებლები.
ყრილობა გაიმართება შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 99/1; ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის შენობა.