12 წლის ლადო ზაქარაია ხუთი დღის წინ გაუჩინარდა. ოჯახის წევრები ბავშვის გატაცებაზე საუბრობენ და ბრალს ბავშვის დედას უყენებენ, რომელსაც ბავშვი მისი გაჩენის შემდეგ არ ენახა.
ოჯახის წევრების თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვს დაეგვიანა, მით უფრო, სახლში მარტო არ ბრუნდებოდა.
როგორც ზაქარაიების ოჯახში აცხადებენ, ოთხი დღის წინ ეზოში 45-48 წლის მამაკაცი შენიშნეს, რომელიც კორპუს-კორპუს დადიოდა და კითხულობდა გვარად ზაქარაიას, რომლის დედ-მამაც გაშორებული იყო.
ზაქარაიები აცხადებენ, რომ ბავშვი საკუთარმა დედამ გაიტაცა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ახლა კი ბავშვის დედამ მოისურვა, ლადო ზაქარაია აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაეყვანა.
ბავშვის მამა ლადო ზაქარაია აცხადებს, რომ მისმა ვაჟმა 30 წლის მეგრელი მამაკაცი გაიცნო, რომელთანაც მეგობრობდა. იგი პატარას სხვადასხვა ადგილას საჭმელად ეპატიჟებოდა.
"ბავშვის გასატაცებლად საჭირო იყო ადამიანი, ვისაც ლადო ზაქარაია დაუახლოვდებოდა. წლების მანძილზე ბავშვს დედის ხსენება არ უნდოდა, რადგან არ სურდა, ხალხს გაეგო, რომ იგი დედამ მიატოვა. ამიტომ მისი თხოვნით, ოჯახის წევრები იძულებულნი იყვნრნ, ეთქვატ, რომ ლადოს დედა გარდაცვლილი იყო",_აცხადებენ ლადო ზაქარაიას ოჯახში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. თავად ზაქარაიების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დედამისს ბავშვი დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაეყვანა.