შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის სოფო ბუთიაშვილი გარდაიცვალა.
ახალშობილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედა ღუდუშაურის კლინიკაში სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობდა.
სოფო ბუთიაშვილი, ძლიერი სისხლდენით, ღუდუშაურის კლინიკაში სახლის პირობებში მშობიარობის შემდეგ, მდგომარეობის გართულების გამო მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ნაადრევი მშობიარობის სტიმულირება მოახდინა და 7 თვიანი ბავშვი მკვდარი დაბადა. ერთ-ერთი ვერსიით დედამ შვილი მეგობარი მამაკაცის დახმარებით დამარხა.
გვამს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი დედამ ბავშვი მოკლა თუ ჩვილი უკვე გარდაცვლილი დაიბადა.