23 მარტს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი როუზ-როსის 76-ე სემინარს გახსნის, რომელიც თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ტარდება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 21 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.