25 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ "რუსთვის" მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი გაიხსნება.
როგორც "არტოს ბაღში" გამართულ პრესკონფერენციაზე ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ფრიდონ სულაბერიძის პატივსაცემად გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, რომელშიც ანსამბლ "რუსთავის" ყველა თაობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
სცენაზე გამოსვლას გეგმავს თავად ფრიდონ სულაბერიძე, რომელიც მაყურებელს სიურპრიზს უმზადებს.
ცნობისთვის, ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იხსნება.