საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მთავრობში თვითკრიტიკულობის არარსებობაზე საუბრობს.
როგორც ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან სამთავრობო დებატების დროს თარგამაძემ აღნიშნა, იგი პრემიერისგან და ფინანსთა მინისტრისგანაც თვითკრიტიკულ დამოკიდებულებას ელოდა, რადგან ცხოვრების დონე ქვეყანაში მძიმეა.
"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია მიდგომა, რომელზედაც დღეს იყოს პარლამენტის დარბაზში საუბარი. ეკონომიკის განვითარებაში მთავარი უნდა იყოს კერძო ბიზნესი და არც თქვენს და არც პრემიერის გამოსვლაში ერთი ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია, რა არის ინსტიტუციურად გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა თავი იგრძნოს დაცულად და გარანტირებულად", - აღნიშნა თარგამაძემ.
დეპუტატის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის გარკვეული დონის დეკრიმინალიზაცია მოხდეს.