"ეროვნულ ფორუმს" ტრადიციონალისტთა კავშირი და "ქალთა პარტია" შეუერთდა. ბლოკის შექმნის მიზანი ქვეყანაში არსებული ვითრებიდან გამოსასვლელი გზების ძიება და მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა.
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მოცემულ სიტუაციაში მთავარი ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთობების დარეგულირება და პოლიტიკური ბლოკებისა და ალიანსების შექმნაა, რაც არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო.
მათი თქმით, ბლოკი ღიაა და მზად არის ნებისმიერ პარტიასთან სათანამშრომლოდ.
"ეროვნული ფორუმი" კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს უახლოეს მომავალში წარადგენს.