ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დროებითი საცხოვრებელი ფართები დევნილთა 22 ათას ოჯახს დაუკანონდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა სამთავრობო დებატების ფარგლებში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კომპენსაცია მიიღო 5 ათასმა ოჯახმა.
"ჯამში, 27 ათასმა ოჯახმა მიიღო ბინა ან კომპენსაცია. ეს არ არის მცირე რიცხვი", - აღნიშნა გილაურმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროგრამები დევნილთა პრობლემებს მთლიანად ვერ აგვარებს, თუმცა მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანია.
"ჩვენი მიზანია, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მათ ცხოვრების ნორმალური პირობები შევუქმნათ", - დასძინა პრემიერმა.