გალის რაიონის ე.წ. მილიციამ იმ პიროვნების ვინაობა დაადგინა, რომელმაც გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ოთხი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
გალის რაიონის ე.წ მილიციის უფროსის ვადიმ ღვინჯიას ინფორმაციით, ეს ადამიანი ამავე სოფლის მაცხოვრებელი ოთარ ბარკაია აღმოჩნდა, "ამ დროისათვის სამართალდამცავები მუშაობენ იმაზე, რომ მისი ადგილსამყოფელი დაადაგინონ და აღნიშნული ეჭვმიტანილი დააკავონ", _ განაცხადა ღვინჯიამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გალის რაიონის სოფელ გაგიდაშიუ 19 მარტს მოხდა. ამავე სოფლის მაცხოვრებელი 75 წლის ვაჟა კვარაცხელია დაბადების დღეს აღნიშნავდა. თვითმხილველთა თქმით, სადღესასწაულო სუფრასთან იმყოფებოდა ოთარ ბირკაიაც, რომელმაც კვარაცხელიას რძალს "თვალი დაადგა", რის გამოც მას კვარაცხელიას ვაჟმა, მეუღლის შეურაცხყოფისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღსანიშნავია, რომ ბირკაია და სუფრის წევრები ამ დროისათვის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბირკაიამ იქაურობა დატოვა, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ავტომატით დაბრუნდა და ოჯახის უფროსი ვაჟა კვარაცხელია, მისი ვაჟი, მეზობელი თენგიზ მებონია და მეზობელი სოფლის მკვირდრი, ეროვნებით ოსი, ყოფილი პოლკოვნიკი სულიკო ფლიევი მოკლა.
ვადიმ ღვინჯიამ ასევე უარყო ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმა ძარცვის მიზნით მოხდა.