თბილისში, რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის ვანო ბერიანიძე დაჭრეს
რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. ცივი იარაღით 28 წლის ვანო ბერიანიძე დაჭრეს. მას ჭრილობები ზურგისა და ფეხის არეში აქვს მიღებული.
დაზარალებული წმ.მიხაილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მომხდარ ფაქტს სამართალდამცველები იძიებენ.