4 დეკემბერს, წეროვანის რესურსცენტრში დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
შეხვედრის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისთვის", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, წეროვანში პროექტს "წეროვანის კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა რესურსცენტრი, როგორც მათი სამოქალაქო აქტივობების ხელშეწყობის ინსტრუმენტი" ახორციელებს.
პროექტის განხოპრციელება სექტემბერში დაიწყო. რესურსცენტრის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, მათი უფლებების რეალიზაციას, მათი სამოქალაქო და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოვლენასა და გაძლიერებას, მათი ეკონომიკური ინიციატივებისა და საქმიანობის გააქტიურება ტრენინგების, ჯგუფური და სათემო აქტივობების, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით.