მკვლელობა გალის რაიონში. გაგიდას დასახლებაში 4 ადგილობრივი მცხოვრები ყაჩაღური თავდასხმისას მოკლეს.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მძარცველები თავს დაესხნენ ოჯახს. მათ ძარცვისა და მკვლელობის შემდეგ მიმალვა მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით მკვლელის ვინაობა ცნობილია.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.